აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის 91 და სენატის 26 წევრი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვს

გამოქვეყნდა:

ამერიკის კანონმდებლები დონალდ ტრამპის პრეზიდენტის ოფისიდან გაძევებას იმპიჩმენტის ან 25–ე შესწორების საშუალებით ითხოვენ.

წარმომადგენელთა პალატიდან, დონალდ ტრამპისთვის პრეზიდენტობის უფლებამოსილების შეჩერებას 90 დემოკრატი ეთანხმება და მხოლოდ ერთი რესპუბლიკელი – ადამ კინზინგერი.

სენატიდან, ტრამპის გადადგომას, 26 დემოკრატი სენატორი უჭერს მხარს და არცერთი რესპუბლიკელი.

სრული სია იხილეთ აქ.

აშშ–ის კონსტიტუციის 25–ე შესწორება, რომლის ამოქმედებასაც კინზინგერი ითხოვს, პრეზიდენტის იძულებით გადაყენებას გულისხმობს, რა შემთხვევაშიც პრეზიდენტის მოვალეობას, ვიცე–პრეზიდენტი შეასრულებს. ქვეყანაში 25–შესწორებას იყენებენ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ჩაიდენს ღალატის და მექრთამეობის მსგავსს დანაშაულს, გარდაიცვლება, ან მოვალეობის შესრულება არ შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ კონგრესმა ბაიდენი პრეზიდენტად სხდომის ჩაშლის მცდელობის მიუხედავად დღეს მაინც გააფორმა.  სულ სენატმა 531 ხმა დაითვალა, აქედან ჯო ბაიდენმა 306 მიიღო, ტრამპმა კი 232.  ტრამპის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, 20 იანვარს ძალაუფლების კანონიერი გადაცემა მოხდება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დღეს ეწურება ტრამპს საპრეზიდენტო ვადა და ჯო ბაიდენის ინაუგურაციაა დაგეგმილი.

აშშ-ის მოვლენები თანმიმდევრობით: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი