ექსპერტების აზრით, ბიძინა ივანიშვილს, სხვა უკრაინელი ოლიგარქების და რუსეთთნ დაკავშირებული ბიზნესმენების მსგავსად, შესაძლოა დასავლეთიდან სანქციები დაწესებოდა, რის თავიდან ასაცილებლადაც მან ქონება თავისივე ბანკს გადაუფორმა.
"კარგად გამოიკვეთა, რომ პუტინთან დაკავშირებული ოლიგარქები, ცდილობენ თანხები დახარჯონ, იმისთვის, რომ გავლენა მოახდინონ აშშ–ის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, და შემდეგ ისინი ამ გვლენას იყენებენ იმისთვის, რომ საკუთარი გავლენის სფეროები გააფართოვონ, მიიტაცონ სახელმწიფო, ისეთ შემთხვევაში, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, შესაბამისად ეს მთელი ციკლი სანქციების, რაც უკრაინელი ოლიგარქების და რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენების მიმართ ახალი ნაბიჯით გამოიხატა, ეს გაგრძელდება, იმიტომ რომ ერთერთი მთვარი გამოწვევა დემოკრატიის არის ოლიგარქიული შავი ფული, რომელიც დემოკრატიის დისკრედიტაციისთვის იხარჯება" – ამბობს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ბათუ ქუთელია
ექსპერტების თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე დღის წესრიგში დგება რუსეთის მხარდამჭერი პირების სანქცირება.
"აქტუალური ხდება რუსეთის მხარდამჭერების სანქცირება, მათ შორის იმ ხალხის ვინც რაღაც ხერხებით იყო ჩაბმული ტრამპის კამპანიაში, რომელიც, რუსეთის როგორც ვიცით, ფავორიტი ხალხი იყო და მხარს უჭერდა რუსეთი მას პირველ არჩევნებზე. თუ უნდა დასავლეთს კარგად ჩაუღრმავდება და ძალიან კარგად ნახავენ იმ ფულს, რომელიც მის ძირითად ქონებას წარმოადგენს, ძალიან ადვილია ამის გაყინვა, ეს არის პატარა ფასით გამოძვრეს ამ ყველაფრიდან, მოიშოროს, თუმცა, ის რომ ის წავიდა ამისი არავის სჯერა, განსაკუთრებით დასავლეთს. უკრაინის შემდეგ, მისი ჯერიც მოვა." – ამბობს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე
სტრატეგიული ანალიზის ცენტრში ამბობენ, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან ფორმალური წასვლა და მისივე "ქართუში" ქონების გადასვლა, ივანიშვილის შიშებითაა გამოწვეული – "ჯო ბაიდენის ადმინისტრაციიდან მას არ აქვს ესეთი გარანტიები, რომ ეს ერთპარტიული მართველობა შენარჩუნდება" – ამბობს ივანე მაჭვარიანი.
აშშ–ის სანქციების შიშით ქველმოქმედების საფარქვეშ იცავს ქონებას – ოპოზიცია ივანიშვილზე.
აშშ-მ უკრაინულ ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა - სანქცირებულია ყოფილი პროკურორი კონსტანტინ კულიკიც
არაა გამორიცხული ამერიკული სანქციები ბიძინა ივანიშვილსაც შეეხოს - რას ამბობენ ოპოზიციაში
ქონება, რომელიც ივანიშვილმა თავისივე "ქართუს" გადაუფორმა - მორიგი "ტრიუკი"