შექებას იმსახურებენ, როგორ გადაანაწილეს მოზიდული ფინანსები- ივანიშვილი მთავრობაზე

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილი მთავრობის ეკონომიკური გუნდით კმაყოფილია. "საზმაუსთან" ინტერვიუში ივანიშვილმა პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დროს ხელისუფლების მოქმედება 2008 წლის ომისდროინდელ პერიოდს შეადარა და არ დავიწყებია კიდევ ერთხელ ეთქვა ის, რაც უკვე არაერთხელ აქვს ნათქვამი:

ლამის პირველებმა დავალაგეთ საკრედიტო პორტფელი ის, რაც საჭიროებდა, დახმარებები რაც უნდა მიგვეღო, ყველაზე ადრე დაიწყეს, რაშიც ფინანსთა მინისტრის ძალიან დიდი დამსახურებაა და ეკონომიკურ ჯგუფისა და მთავრობის მეთაურის. ნახეთ, მსოფლიო ბანკის შეფასება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებები, წაიკითხეთ, ნახეთ ეკონომიკურმა ჯგუფმა და მთელმა ხელისუფლებამ აქაც გაჭირვების პროცესშიც ძალიან წარმატებით გაართვა თავი მენეჯმენტს.

აბა, გაიხსენეთ, კრიზისული სიტუაცია, ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და უბედური 2008 წლის ომი, ნახეთ, როგორი მენეჯმენტი ჰქონდათ, ვინ სად გარბოდა, ვინ რას აკეთებდა თუ გახსოვთ, როგორ მიატოვეს ცხედრები, ვიდრე პატრიარქი არ ჩავიდა. ეს არის სხვაობა - ამბობს ოლიგარქი.

ივანიშვილის თქმით, მოზიდული ფინანსები ხელისუფლებამ სამართლიანად გადაანაწილა.

თუ ნახავთ პოსტკრიზისულ პერიოდს და იმას, როგორ გადაანაწილა მოზიდული ფინანსები საზოგადოებასა და ბიზნესზე ქართულმა ხელისუფლებამ, აქაც შექებას იმსახურებენ“ - ამბობს ივანიშვილი

ოლიგარქმა ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესება დღეს ოპოზიციას და "ქართველების დაუდევრობას" დააბრალა, ჯანდაცვა კი შეაქო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი