
პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მდგომარეობა ყველა მიმართულებით გაუმჯობესდა, თუმცა გაჭირვებას 5 წუთში ვერ დაძლევ. მან ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ისაუბრა.
"ჩვენ სტაბილურად, 8 წლის განმავლობაში, ყველა მიმართულებით, ხაზს ვუსვამ - ყველა მიმართულებით გვაქვს პრინციპულად უკეთესი მდგომარეობა. ისე არა, ახლა იტყვიან, რამდენი გაჭირვებულიაო, ერთადერთს ამბობენ. გასაგებია, რომ ამ გაჭირვებას ასე 5 წუთში ვერ დაძლევ და დრო სჭირდება. ჩვენ, ქართულმა ოცნებამ საზოგადოებას ვაჩვენეთ თუ როგორი უნდა იყოს ხელისუფლება, ჯანმრთელი და ჯანსაღი, ევროპული ტიპის ხელისუფლება", - ამბობს ოლიგარქი.
მისი სხვა განცხადებები ამავე ინტერვიუდან: