რას ემსახურებოდა ბიძინა ივანიშვილის მადლობა, რომელიც მან დავით ხიდაშელს გადაუხადა და "გმირიც" კი უწოდა? - ამ თემაზე საუბრისას ეთნიკური და კონფესიური უმცირესობების ცენტრის ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა ამბობს, რომ ეს იყო გზავნილი არა მხოლოდ საზოგადოებისთვის არამედ "სადღაც სხვაგან"
"დღის სტუმარში" საუბრისას ჯეჯელავა ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც კარტოგრაფების საქმე ჯერ თავდაცვის მინისტრის რუსეთში ჩატარებულ "სპეცოპერაციად" გაასაღეს, ახლა ვინმე ხიდაშელის წინა პლანზე წამოწევა ჯეჯელავას აზრით, რაღაცის მანიშნებელია
დამრჩა შთაბეჭდილება რომ ეს გზავნილი არ იყო მხოლოდ ჩვენთვის. ეს გზავნილი იყო სადღაც სხვაგან და ბიძინა ივანიშვილმა თავი მოვალედ ჩათვალა, რომ დავით ხიდაშელისთვის ქართული საზოგადოებსთვის სრულიად უცნობი პერსონისთვის, რომელიც სრულიად უცებ შემოვარდა არცთუ ისე კარგ კონტექსტში, გადაუხადა მადლობა და თქვა, რომ მის წინაშე ვალშია და ვალი დაგვადო ჩვენც....
მე მაქვს ცუდი ეჭვები, რომ ეს მადლობები არ არის შემთხვევითი და ამ პერსონაჟს ჩვენ უნდა ველოდოთ სხვა კონტექსტში" ამბობს ჯეჯელავა, თუმცა სად და რა კონტექსტში, ამ ეტაპზე ის ვერ საუბრობს.
რაც მან გაუკეთა ქვეყანას, ჭეშმარიტი გმირობაა - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა "საზმაუსთვის" მიცემულ ინტერვიუში.
ივანიშვილის განცხადებიდან მეორე დღეს კი პროკურატურამ განაცხადა, რომ კარტოგრაფების საქმის გამოძიება დაასრულა და საქმე სასამართლოს გადასცა.