ბრიტანეთში რეკორდულად ბევრი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა - ეპიდვითარება ქვეყანაში

გამოქვეყნდა:

დიდ ბრიტანეთში დღეს 1 610 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია - ინფორმაციას The Guardian ინგლისის ჯანდაცვის ტვიტზე დაყრნობით ავრცელებს. 

ქვეყანა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა - ვირუსის დაწყების დღიდან, 31 იანვრიდან, COVID-19 3 466 849 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 91 470 გარდაიცვალა, 1 546 575 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 

ეპიდვითარება ახალი შტამის დაფიქსირების შემდეგ - რომელიც პირველად სწორედ ბრიტანეთში დადასტურდა - მეტად დამძიმდა, რადგან, არსებული კვლევების მიხედვით, ეს ვარიანტი მეტად გადამდებია.

შემთხვევების სწრაფი ზრდა ჩანს Worldometers-ის გრაფიკზეც: 

შეგახსენებთ, რომ 18 იანვრიდან ქვეყანამ ყველა სამოგზაურო დერეფანი ჩაკეტა. ნებისმიერი მგზავრი ვალდებულია, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინოს. პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონისმ თქმით, ახალი შეზღუდვები 15 თებერვლამდე იმოქმედებს.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ვაქცინაცია ყველაზე ადრე, 8 დეკემბერს, დაიწყო. პირველი დოზა 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე მიიღო, მათ შორის, უკვე აცრილია 80 წელს გადაცილებული მოქალაქეების ნახევარზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი