სახელმწიფო კორონავირუსის ვაქცინაში 64-დან 158 მილიონ ლარამდე გადაიხდის

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანა კორონავირუსის ვაქცინაში, წინასწარი შეფასებით, მინიმუმ 64 მილიონი ლარს, მაქსიმუმ კი 158 მილიონ ლარამდე დახარჯავს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ფასებს შორის სხვაობას ამა თუ იმ ვაქცინის განსხვავებულ ღირებულებას უკავშირებს.

"ნაწილი ამ თანხის ბიუჯეტიდან კოვაქსის პლატფორმაში გადახდილია, რაც ჩვენ გვაძლევს გარანტიას მოსახლეობის 20%-ის ვაქცინაციის მიღების თაობაზე, თუმცა დამატებით იქნება კიდევ საჭირო რესურსი და მობილიზებული უკვე ეს რესურსი სხვადასხვა წყაროდან. ერთ-ერთი გახლავთ ევროპის საინვესტიციო ბანკის სასესხო ხელშეკრულება, რაც ძალიან მალე ამოქმედდება. წლის ბოლომდე ეს მოგვცემს საშუალებას სრულად მოვიცვათ ბიუჯეტურად რაც გვჭირდება", - თქვა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ კორონავირუსზე ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა, რომლის მთავარი მიზანიც 2021 წელს მოსახლეობის 60%-ის აცრაა.

თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო მზადაა სამივე ტიპის ვაქცინა მიიღოს, რომელბიც ტექნიკურად შენახვის სხვადასხვა პირობებს მოითხოვს. მისი თქმით, ყველაზე ადრე Pfizer-ის ვაქცინიის შემოტანაა მოსალოდნელი, თუმცა მუშაობა მიდის "ასტრაზენეკას" ვაქცინის შემოტანაზეც. 

მთავრობამ, ასევე, განსაზღვრა ვაქცინაციისთვის დაწესებულებები, რომლებიც მოიცავს საავადმყოფოებს, მობილურ ბრიგადებს, არსებულ იმუნიზაციის კლინიკებსა და მასიური ვაქცინაციის ცენტრებს დიდ ქალაქებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი