იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, აგვოსტოს ომზე სტრაბსურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, სადაც საქართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა, ზიანის ანაზღაურება ცალკე პროცედურით გადაწყდება. მხარეებს პოზიციების წარსადგენათ ერთი წელი ექნებათ.

ამ თემაზე გოჩა ლორთქიფანიძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის დარღვევისათვის სამართლიანი დაკმაყოფილებისა და ზიანის ანაზღაურების საკითხი, ცალკე პროცედურით გადაწყდება და მხარეებს პოზიციების წარსადგენად აქვთ 1 წელიწადი", - თქვა გოჩა ლორთქიფანიძემ. 

ლორთქიფანიძემ მადლობა გადაუხადა საჯარო მოხელეებს, იუსიტიციის სამინსიტროს თანამშრომლებს, ჯარისკაცებს, სტრასბურგში დაკითხულ მოწმეებსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი, რომ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში გამარჯვებულად გამოაცხადა. 

გამოხმაურებები ამ თემაზე: 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაარღვია შემდეგი უფლებები:

  • წამების აკრძალვა - კონვენციის მე-3 მუხლი; 
  • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება - კონვენციის მე-5 მუხლი;
  • მიმოსვლის თავისუფლება - კონვენციის, მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი;
  • პირადი და ოჯახური ცოხვრების დაცულობის უფლება - მე-8 მუხლი;
  • საკუთრების უფლება - პირველი დამატებითი ოქმის პირველი ოქმი;
  • ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება;
  • ანათლების უფლებას და გადაადგილების თავისუფლება. 
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი