სრული მანიპულაციაა, პროკურატურის მიერ ინტერპრეტირებულია - მარიკაშვილი ფარულ ჩანაწერებზე

გამოქვეყნდა:

საგამოძიებო უწყებამ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ადვოკატებს მტკიცებულებები გადასცა. მათ შორის არის იმ ფარული ჩანაწერის სრული ვერსია, რომლის ნაწილიც პროკურატურად გუშინ, 21 იანვარს გაასაჯაროვა. ადვოკატებისთვის გაუგებარია, რატომ მიიჩნევს პროკურატურა ამ ჩანაწერს მტკიცებულებად, როცა ის დაკავებულთა ბრალელოუბას არ ადასტურებს და არც საქმის გრემოებას ცვლის.

"მივიღეთ მტკიცებულებები, რომლის წარდგენასაც ისინი სასამართლოზე აპირებენ. დღეს გადავცემთ ჩვენ მტკიცებულებებს და ამით გამოძიების ეტაპი დასრულდება. ეს არის მანიპულაცია სრული, პროკურატურის მიერ ინტერპრეტირებული ჩანაწერები, სადაც რეალურად გამამართლებელი საუბრებია ივერი მელაშვილის ამ საქმეზე", - ამბობს მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი. 

იგივე აზრს იზიარებს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე, რომელიც ამბობს, რომ ჩანაწერები გამამართლებელი მტკიცბულებების გაძლიერებაზე მეტყველებს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 იანვარს გაიმართება.

21 იანვარს პროკურატურამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც გაასაჯაროვეს ის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელიც დაკავებული ივერი მელაშვილის კაბინეტშია გადაღებული. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი პირების დავალებით მოქმედებდნენ და ისინი მიზანმიმართულად იყენებდნენ რუკებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო. 

პროკურატურას ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რომელ ზემდგომ პირებზე აქვთ ეჭვი. მოგვიანებით უწყებამ ნატალია ილიჩოვას ფარული აუდიო ჩანაწერიც გაასაჯაროვა.

აქვე გეტყვით, რომ პროკურატურამ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას დაკავებიდან 4 თვის შემდეგ, 20 იანვარს ბრალი დაუზუსტა. უწყება ამბობს, რომ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე მოტივებთან დაკავშირებით ყველაფერია აღწერილი.

13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული.

შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა 200-ზე მეტია ადამიანის თხოვნა მათი თავდებობის შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ, წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ, ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავესპროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი