დარწმუნებული ვარ არავითარი დანაშაული არ არის, ზემდგომ პირებზე სურთ გასვლა - სულაძე

გამოქვეყნდა:

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურის მიერ ბრალდებული ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ფარული ჩანაწერები 21 იანვარს გასაჯაროვდა, მაშინ, როცა ისინი 28 სექტემბრით თარიღდება. რატომ მალავდა მტკიცებულებებს უწყება ამ პერიოდის განმავლობაში - უფლებადამცველების და ოჯახისწევრების მტკიცებით, პროკურატურას ეს ჩანაწერი ბრალის წაყენებისას უკვე ჰქონდა და დაცვის მხარეს გამოძიების ბოლო დღემდე არ გაუმხილა. მათი შეფასებით პროკურატურა ბრალდებულ პირთა წრის გაფართოებისთვის ემზადება.

"თვითონ რასაც განმარტავენ იმაში ამბობენ, რომ ვითომ დიდი რაღაც მოიპოვეს მტკიცებულება და იქ ჩანს ვითომ ვიღაცის დანაშაული, მაგრამ ის რაც აჩვენეს, იმაში ვინმეს დანაშაული არ ჩანს. სრული ვერსია ადვოკატებს გადაეცემათ და ვნახავთ რა და როგორ მაგრამ მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული - არავითარი დანაშაული არ იქნებოდა, ჩემი ქმარი ძალიან სუფთა და წესიერი ადამიანია. ამათ უნდათ გასვლა ზემდგომ პიროვნებებზე, რომლებიც მაშინ იყვნენ ხელისუფლებაში", - თქვა ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ. 

საქმის ერთ-ერთი ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე ფარული ჩანაწერების გავრცელებას მანიპურებას უწოდებს და ამბობს, რომ საუბრების სრული შინაარსი ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს პროკურატურამ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც გაასაჯაროვეს ის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომელიც დაკავებული ივერი მელაშვილის კაბინეტშია გადაღებული. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ზემდგომი პირების დავალებით მოქმედებდნენ და ისინი მიზანმიმართულად იყენებდნენ რუკებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო. 

პროკურატურას ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რომელ ზემდგომ პირებზე აქვთ ეჭვი. მოგვიანებით უწყებამ ნატალია ილიჩოვას ფარული აუდიო ჩანაწერიც გაასაჯაროვა.

აქვე გეტყვით, რომ პროკურატურამ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას დაკავებიდან 4 თვის შემდეგ, 20 იანვარს ბრალი დაუზუსტა. უწყება ამბობს, რომ ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე მოტივებთან დაკავშირებით ყველაფერია აღწერილი.

13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული.

შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა 200-ზე მეტია ადამიანის თხოვნა მათი თავდებობის შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ, წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ, ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავესპროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი