ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უკრაინელი მოსამართლე ანა იუდკოვსკაია, ასევე პოლონელი კშიშტოფ ვოიტიჩეკი და ლადო ჭანტურია არ ეთანხმებიან დიდი პალატის მოსამართლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომის აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება. ამის შესახებ იუდოვსკაია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.
"მოსახლეობის მიმართ მეომარი მხარეების იურიდიული მხარეების უარყოფა ძირს უთხრის საკუთრივ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, რადგან სწორედ სამოქალაქო პირებზე აისახება მეომარი მხარის რთული სამართლებრივი ურთიერთობები ტყვიების გასროლამდე ბევრად უფრო ადრე", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სამართლებრივ დავაში გამარჯვებულად გამოცხადდა.
ამავე თემაზე: