ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი შესაძლოა იმაზე უფრო მომაკვდინებელი იყოს ვიდრე ის, რომელიც გასულ წელს გავრცელდა. გარდა ამისა, შტამი უფრო სწრაფადაც ვრცელდება.
"მივიღეთ ინფორმაცია, რომ შესაძლოა კორონავირუსის ახალმა შტამმა, რომელიც ბრიტანეთში უკვე აღმოჩენილია, მეტი სიკვდილიანობა გამოიწვიოს" - თქვა ბორის ჯონსონმა პარასკევის პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, ინგლისში ახალი შტამის გავრცელების შესახებ ინფორმაცია პირველად 14 დეკემბერს გავრცელდა .
საქართველოში კი კორონავირუსის ახალი შტამი 4 იანვარს დადასტურდა. ამ დრომდე ოფიცალურად სხვა შემთხვევა ქვეყანაში არ ფიქსირდება.