დარჩენილი ვართ ყველანაირი შემოსავლის გარეშე, პირისპირ ჩვენს ვალდებულებებთან - ბიზნეს სექტორი

გამოქვეყნდა:

ტურისტული სექტორის წარმომადგენლები მთავრობს კოვიდშეზღუდვების მოხსნის გეგმას სთავაზობენ.

მათი თქმით, ქვეყნის გახსნის თარიღს არსებით მნიშვნელობას აღარ ანიჭებენ, რადგან ფიქრობენ, რომ იქამდე მათი ბიზნესი ვერ მიაღწევს.

"უკვე მეცხრე თვე დაიწყო, რაც გაჩერებულები ვართ, შესაბამისად დარჩენილი ვართ ყველანაირი შემოსავლის წყაროს გარეშე და პირისპირ ჩვენი ვალდებულებების წინაშე. შესაბამისად ნაწილი ფიტნეს კლუბების უკვე დაიკეტა და გაკოტრდა, ნაწილი კი დარჩენილია იმ გარემოების წინაშე, რომ როცა არ უნდა დაანონსდეს გახსნის თარიღი, უბრალოდ იქამდე ვერ მივალთ, რადგან რესურსი იმის, რომ შევძლოთ ფუნქციონირების გაგრძელება, არ გაგვაჩნია", - ამბობს გიორგი ასათიანი, "ოქტოპუს" ფიტნესის დამფუძნებელი. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში განათლების სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ქორეოგრაფები კოვიდშეზღუდვებს აპროტესტებენ.

აქვე გეტყვით, რომ აქტივისტების მიერ  მთავრობისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე ერთი დღე რჩება, თუმცა ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებამდე დედაქალაქში აქცია დღესაც გაიმართება.

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი