კორონავირუსის ვაქცინაზე მოსახლეობაში უნდობლობაა - მთავრობა ამბობს, რომ საკითხზე მუშაობენ

გამოქვეყნდა:

ბუნდოვანია, როგორ აპირებს მთავრობა კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობაში სანდოობა გაზარდოს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ უცნობია როდის და რა ვაქცინით დაიწყებს საქართველო მოსახლეობის აცრას. 

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% ამბობდა, რომ კორონავირუსის ვაქცინას არ გაიკეთებს, დღეს ამ თემას გამოეხმაურნენ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზეც. 

"ჩვერ არაერთხელ დავასახელეთ, რომ დაახლოებით 42%-ია იმ ადამიანების, რომლებიც უნდობლობას გვიცხადებს, მიმდინარეობს შესაბამისი მუშაობა, მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ვაქცინის პოპულრაზაცია. პირველი და მთავარი ნაბიჯი, რაც მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს სანდოობის გარანტი ისაა, რომ ჩვენ ვენდობით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, მისი მხრიდან დამტკიცებულ სანდო ვაქცინას", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

მისი თქმით, ვაქცინას თებერვლის ბოლოს ელოდებიან. 

"დაახლოებით, ამ ფარგლებში მერყეობს, 50-დან 60% ადამიანების, მაშინ როცა ნოემბერში ატარებ მეტია ეს პროცენტი, მაშინ უფრო მეტი იმედი ჰქონდათ ადამიანებს ასე ვთქვათ, შემდეგ ეს შემცირდა. ვერ გეტყვით, რომ ეს შემცირება სტატისტიკურად ძალიან სარწმუნოა, მერყეობს, ეს მხოლოდ კორონავირუსის ვაქცინაზე არაა", - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

ამირან გამყრელიძემ სწორი ინფორმაციის გასავრცელებლად დახმარება მედიას და ჟურნალისტებს სთხოვა. მისივე პროგნოზით, ცხოვრების ჩვეულ რიტმს ერთ წელში, წელიწად-ნახევარში დავუბრუნდებით.

აქვე გეტყვით, რომ  ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 050 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი