მაღაზიებში გასახდელები იმუშავებს, შესაძლებელი იქნება პროდუქციის გადაცვლა - ცქიტიშვილი

გამოქვეყნდა:

სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებსა და მთავრობის წევრებს შორის შეხვედრა დასრულდა. სავაჭრო სექტორი შაბათ-კვირას მუშაობის უფლებას, საზ. ტრანსპორტის აღდგენას, ქონების გადასახადის შემცირებასა და ელექტრო ენერგიის სუბსიდირებას ითხოვდა, რაც მთავრობამ არ დააკმაყოფილა. 

ვიცე-პრემიერ, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, შემსუბუქება გსასახდელებს შეეხება, შესაძლებელი იქნება პროდუქციის გადაცვლაც. 

"კომუნიკაცია ძალიან აქტიურია, ისინი ყოველდღიურ კომუნიკაციაში არიან შრომის ინსპექციასთან, რომელთანაც არის შეთანხმებული გახსნის პირობები. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების ოპერირების წესების შემსუბუქება. მაგალითად, საახალწლო პერიოდში არ იყო დაშვებული საქონლის გადაცვლა, რაც პირველი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება. ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების შემსუბუქება, ისევე, როგორც გარკვეული შემსუბუქება იქნება ერთ კვადრატულ მეტრზე დაშვებულ ადამიანებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საათების გადახედვას, შაბათ-კვირის შეზღუდვას, ჩვენ ავხსენით იმ გადაწყვეტილებების ლოგიკაც, რასაც ეს შეზღუდვები ეფუძნება" - თქვა ცქიტიშვილმა. 

რაც შეეხება შაბათ-კვირის შეზღუდვას, ამ თემაზე შეხვედრის შემდეგ კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კვირაში 2 დღე იყოს ჩაკეტვები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი