გამოვუცხადოთ მხარდაჭერა პოლიტპატიმრებს - სასამართლოს პარალელურად, საქალაქოს ეზოში აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

კარტოგრაფების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ხვალ 14 საათზეა ჩანიშნული. სხდომის პარალელურად დაანონსებულია ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია სასამართლოს ეზოში:

თითოეული დღე, რომელსაც ნატალია და ივერი ციხეში ატარებენ, თანმდევი დაავადებები და სტრესი საფრთხის ქვეშ აყენებს მათ ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას და სანამ სახელისუფლებო პროპაგანდა დავით გარეჯის თემით მანიპულირებს, სამშობლოს ერთგული, ღირსეული ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან.

ივერისა და ნატალიას პატიმრობა ქვეყნის სირცხვილია. ამიტომ, 28 იანვარს 14:00 საათზე საქალაქო სასამართლოს ეზოში გამოვუცხადოთ მხარდაჭერა პოლიტპატიმრებს და შევახსენოთ საკუთარ თავსაც, რომ თავისუფლებისთვის ომში მხოლოდ ერთად გავიმარჯვებთ!" ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

დაკავებულებს დღეს ადვოკატები საპყრობილეში შეხვდნენ და ის ჩანაწერები გააცნეს, რომელიც პროკურატურამ მტკიცებულების სახით გაასაჯაროვა.

ადვოკატები ხვალინდელ სასამართლოზე პირდაპირ დააყენებენ დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნას, რადგან თვლიან, რომ არ არსებობს მტკიცებულებები და გასაჯაროებული აუდიომასალაც ვერ ამტკიცებს, რომ მეცნიერებმა ჩაიდინეს ის, რასაც საგამოძიებო უწყება ედავება.

25 იანვარს პროკურატურის მოპოვებული ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემაც. აუდიომასალა მას საგამოძიებო უწყებამ გადასცა და ადვოკატის ინფორმაციით ჩანაწერში მელაშვილი გივი კეკელიძეს ესაუბრება, რომელიც წლების მანძილზე სადელიმიტაციო კომისიის წევრი იყო. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი