თუ მსგავს ტენდენციას 1 კვირა შევინარჩუნებთ, ეტაპობრივი გახსნა უფრო ადრე დაიწყება - გახარია

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური შედეგები დადებითობის 4%-ს მიუახლოვდა და ეს "ფრთხილი ოპტიმისმის" საფუძველს გვაძლევს. მისი თქმით, თუ მსგავსი ტენდენცია უახლოესი 1 კვირი განმავლობაში შენარჩუნდა ეტაპობრივი გახსნა უფრო ადრე დაიწყება.

"თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი 1 კვირის განმვალობაში, ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში - ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ეხება, რა თქმა უნდა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მივცეთ ჩვენს ბავშვებს შესაძლებლობა კლასებში დაიწყონ სწავლა, რა თქმა უნდა ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაც და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის მიღწევა, ეპიდემიის მართვის, რომელიც როგორც ფაქტი, დღეს ჩვენ გვაქვს ერთობლივი შრომის შედეგად და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა სტაბილურად შევინარჩუნოთ, სანამ ეტაპობრივად და უფრო აქტიურად არ დავიწყებთ სრულად ტურიზმის გახსნას", - თქვა გიორგი გახარიამ. 

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 932 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 პაციენტი გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი