როგორც ვიცი ფეიკია ეს ვიდეო - ოხანაშვილი სააკაშვილის მიერ მალტის ვაქცინის შეთავაზებაზე

გამოქვეყნდა:

ჯერ ისევ უცნობია მიმართა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად მალტას კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად. მსგავსი შინაარსის წერილის გასაჯაროვების თხოვნით მთავრობას გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელმა, გიორგი ჩალაძემ მიმრთა. მისი განცხადებით, ყოველი საათი რომელშიც არ მივმართავთ მალტას, ნიშნავს, რომ ეს ვაქცინები წავა სხვაგან.

ჩალაძემ მთავრობას საგანგებო განცხადებით მას შემდეგ მიმართა, რაც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 27 იანვარს, გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა, რომ მალტა, რომელსაც ვაქცინის ჭაბი დოზა აქვს, მზადაა, დაეხმაროს ისეთ ღარიბ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა.  

"არ დაიღალეთ სააკაშვილის ხსენებით?! გამოვა ეს ადამიანი, იტყვის სისულელეს, რაღაცას მოიტყუება და ჩვენ მოდით და ვაკეთოთ კომენტარები", - თქვა თეა წულუკიანმა. 

ამავე თემას ხუმრობით უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა: 

"მე როგორც ვიცი, ფეიკია ეს [ვიდეო]. ჩაუწერეს სააკაშვილს და მისი სახელით დადეს, ვერ გეტყვით, არასერიოზულია. ერთი სერიოზული განცხადება მითხარით რაც თქვა და რაც სიმართლეს შეესაბამება, არ არის ესეთი", - თქვა მან. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო კი ამბობს, რომ ქვეყნებთან, რომლებმაც ვაქცინის დიდი დოზები იყიდეს, მოლაპარაკებები დაწყებულია და მალტის შემთხვევაში განსაკუთრებული არაფერია.

რაც შეეხება ჯანდაცვის ექსპერტებს, ისინი ამბობენ, რომ ახლა პოლიტიკური და პარტიული გარჩევების დრო არაა და ყველამ ერთად უნდა იზრუნოს იმაზე, რომ დროული ვაქცინაცია დაიწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, ეკონომიკის გახსნა და მოქალაქეების დაცვა ვერ მოხდება.

მავე თემაზე:

  • მიმართეთ მალტას და იპოვეთ ვაქცინა, დროზე უშველეთ ხალხს - მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს
  • მზად ვარ, სხდომას დავესწრო - გიორგი ჩალაძე მთავრობას ვაქცინის ჩამოსატანად ოფიციალურ მიმართვას სთხოვს
  • ყოველი საათი, რომელშიც არ მივმართავთ მალტას, ნიშნავს, რომ ეს ვაქცინები წავა სხვაგან - გიორგი ჩალაძე
მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი