დღეს მარეგულირებელმა კომისიამ მთავარი არხი სამართალდამღვევად სცნო, თუმცა სანქციები არ გამოუყენებია.

არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა მედიის წარმომადგენლები ბექაურის კომისიის ამ გადაწყვეტილებას ცენზურად, უფლებამოსილების გადაცდენად და მუქარად აფასებენ.

"ფაქტობრივად კომისია გაცდა თავის უფლებამოსილებას, მან მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომლის მიღების უფლება საერთოდ არ ჰქონდა, როდესაც კომისია გვესაუბრება იმაზე, რომ თურმე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს ეს არის სრული სიცრუე, ეს არ შეესაბამება კანონმდებლობას, როდესაც კონკრეტულ ინფორმაციას, გამონათქვამს გააჩნია პოლიტიკური შინაარსი, სახელოვნებო შინაარსი, ის არ შეიძლება რომ იყოს უხამსობა" – ამბობს "საიას" თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილი

"მან ეს ერთი ქეისი, ყორშიას სიუჟეტის, აირჩია იმისთვის, რომ განაცხადი გაეკეთებინა, რომ აი მე ვიწყებ სიუჟეტების კონტროლს და მე თქვენ გასწავლით ჭკუას, კომუნიკაციების კომისია უკვე დიდი ხანია გასცდა თავის უფლებამოსილებებს დიდი ხანია არღვევს კანონს" – ამბობს ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი

"ეს მიმართულია არა ვთქვათ კონკრეტული პირის უფლებების დასაცავად, არამედ კონკრეტული მედიის უფლებამოსილების შესაზღუდად" – ამბობს "საერთაშორისო გამჭირვალობა" საქართველოს პროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე

"ოცნების" საჩივარზე, მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" სამართალდამრღვევად სცნო

ცენზორი მოგვევლინა და ცენზურა ჩაგვირთეს! - ნიკა გვარამია მარეგულირებლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი