კარტოგრაფების, მელაშილი- ილიჩოვას დაკავება-გათავისუფლებაში პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან და კარტოგრაფები პროკურარტურის მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე დააკავეს.
"რაზე დაყრდნობით უნდა თქვას ვინმემ, რომ პოლიტიკური ნიშნით არიან, ვის რა ინტერესი ჰქონდა კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში?! ან რაიმე მტკიცებულება არ არსებობდა. გამოძიების დროს, შესაძლებელია, ვიდრე ნარკორეალიზატოს დააკავებ, მანამდე ვინც მისგან შეიძინა ნარკოტიკი ის დააკავო და შესაბამისი სამართლებრივი პორცედურების შესაბამისად გახვიდე ორგანიზებულ ჯგუფზე, შევთანხმდით, რომ არ არსებობს ამ ეტაპმდე საფუძველი რომ რაიმე პოლიტიკურ საფუძველზე ვისაუბროთ", - თქვა ანრი ოხანაშვილმა.
ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ეს წინა ხელისუფლების გასაშავებლად გამოყენებული საქმე იყო და ორივე ბრალდებული პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გიროას საფუძველზე გაათავისუფლა.
გარდა ამისა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაზე. მისი განმარტებით, ამ თანამდებობაზე ყოფნა არ არის მხოლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებული და ის პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.
გირაოს თანხა ორივე ბრალდებულისთვის მოქალაქეებმა 2 საათში შეაგროვეს. 20-20 000 ლარი კარტოგრაფების მხარდასაჭერად შეგროვება მოძრაობა "სირცხვილიას" ინიციატივა იყო, რომელიც ფულს ოჯახს გადასცემს.