იყო რურუას საკითხზე მსჯელობის მცდელობა, ვუთხარით, რომ ამას ვერ განვიხილავდით - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართულის ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "მოქალაქეებთან" შეხვედრის დროს იყო მცდელობა გიორგი რურუას საკითხზე ყოფილიყო მსჯელობა. მისი განცხადებით, "ოცნებამ" განაცხადა, რომ ამ საკითხს პარლამენტში ვერ განიხილავდნენ და საუბარი უნდა დაესრულებინათ.

"წინა შეხვედრაზეც მოქალაქეებთან და ამ შეხვედრაზეც, ჩემი და არჩილის პრინციპული პოზიცია იყო, რომ ამ კედლებში არ უნდა ვილაპარაკოთ. იმიტომ, რომ ეს არის პოოზიციის ნარატივის აყოლა, რომ პოლიტპატიმრები გეუბნებიან, შენ ეუბნები, რომ არ გყავს პოლიტპატიმრები, სინამდვილეში, ეს არ არის პარლამენტარის სალაპარაკო თემა. მოდი ეს პრინციპი დავნერგოთ და დავიცვათ. [...]

არ დაგიმალავთ, წინა შეხვედრისგან განსხვავებით, იმ ინტენსივობით და იმ სიჯიუტით საუბარი აღარ იყო, თუმცა იყო მცდელობა რურუას საკითხზე ყოფილიყო მსჯელობა. ჩვენ როგორც წინა შემთხვევაში ვუთხარით, რომ ამ საკითხს, ჩვენ აქ, ამ მაგიდასთან,  საქართველოს პარლამენტში ვერ განვიხილავდით და დაგვესრულებინა ამაზე საუბარი", - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

მისი თქმით, რურუას საქმეზე გამოძიება დამთავრებულია.

ოპოზიციაში ამბობენ,რომ მიუხედავად კარტოგრაფების განთავისუფლებისა ქვეყანაში კვლავს გვყავს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებაც იქნებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებების და პოლიტიკური პროცესის დასაწყისი.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი