ნავალნის მხარდასაჭერად - 31 იანვრის აქციები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, კანადა, ჰოლანდია, იაპონია, ფინეთი, ჩერნოგორია, კვიპროსი - ეს მსოფლიოს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსი ნავალნის მხარდამჭერი აქციები 31 იანვარს ჩატარდა.

შეგახსენებთ, ალექსი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე, მოსკოვში და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში 4.700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ეს ბევრად მეტია, ვიდრე 23 იანვარს, ნავალნის მხარდამჭერი აქციის პირველ დღეს.

აქვე გეტყვით, რომ უკვე მეორედ, ქმრის მხარდამჭერ აქციაზევე დააკავეს იულია ნავალნაია

31 იანვრის აქციები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში:

​აქცია და პერფორმანსი "ცხოველების ფერმა" ლონდონში

აქცია თელ-ავივში

აქცია იტალიაში

აქცია ჰელსინკში

აქცია გერმანიაში

აქცია იაპონიაში

აქცია ჩერნოგორიაში

 

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, 17 იანვარს, პოლიციამ აიყვანა.

აქვე გეტყვით, რომ ალექსეი ნავალნი, 2020 წლის აგვისტოში „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამლეს. 

დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურები ნავალნის მოწავლაში კრემლს ადანაშაულებდნენ, კრემლი თავისთავად ფაქტს უარყოფს. ვლადიმერ პუტინი ამბობს -  რუსეთის სპეცსამსახურებს ნავალნის მოკვლა რომ მოენდომებინათ, ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ

ნავალნიმ თავისი საქმე გამოიძია –  თვითონ დაურეკა თავის მკვლელს, რომელმაც რუსეთის ხელისფულების მხრიდან მისი მოწამვლა დაადასტურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი