შესაბამისმა უწყებებმა ან არ იციან, ან იციან და თვალს ხუჭავენ - შეფასებები სუს-ის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟს, სადაც საუბარია რუსეთის მიერ დაქირავებული მებრძოლების საქართველოში ყოფნაზე სუს-ი დღეს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და ნაწილობრივ დაადასტურა ეს შესაძლებლობა.

რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, ოპოზიციონერები და საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოს საზღვრები დაუცველია და არ არის გასაკვირი, რომ კრემლის დაქირავებული მკვლელები, ქვეყანაში მარტივად შემოდიან: 

"რუსული გასამხედროებული ორგანიზაციის, რაღაცა ფორმით წარმომადგენლობა საქართველოში წარმოადგენს საფრთხეს, ჩვენი პარტნიორებისა და მოქალაქეებისთვისაც საგანგაშო სიგნალია. ამ შემთხვევაში, მედიასაშუალების, როლი არის ამ ინფორმაციის გასაჯაროება", - ამბობს ბათუ ქუთელია 

"ის, რომ მსგავსი ჯგუფები არსებობს ეს ცნობილია და ეს არის რუსეთის ერთერთი იარაღი, რომლესაც ის იყენებდა სირიაში, უკრაინაში. მეორე - საქართველოს საზღვრები დაუცველია და უსაფრთხოება მორღვეულია... თავისუფლად არის დასაშვები ის, რომ მსგავსი ჯგუფი არსებობს საქართველოში, გადაადგილდება. ჩვენმა შესაბამისმაუწყებებმა ან ამის შესახებ არ იციან, რაც დიდი პრობლემაა, ან იციან და თვას ხუჭავენ და ხელს უწყობენ ", თქვა ლევან თარხნიშვილმა. 

კრემლის საიდუმლო ემისრებს საქართველოში სამმაგი აგენტი წარმოადგენს - რეპორტაჟი ამის შესახებ "შაბათის მთავარში", 30 იანვარს გავიდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი