პარლამენტში 51 ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატების გაუქმებაზე მსჯელობა იწყება.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში თავიანთი ადგილები, "ევროპელი სოციალისტების" მსგავსად, უკვე დაიკავეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა.
ოპოზიციის დანარჩენი წევრები, რომლებიც პარლამენტში არ შესულან ამბობენ, რომ თუ "ოცნება" კანონს დაარღვევს და მათ მანდატებს არ შეაჩერებს, მაშინ პოლიტიკურ ვაჭრობას განაგრძობს.
განსხვავებული პოზიცია აქვს "გირჩს", რომელიც ამბობს, რომ დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არ უნდა მოხდეს, რათა მოლაპარაკებების სივრცე დარჩეს. ხოლო თუ "ოცნება" მანდატებს შეაჩერებს, მაშინ პარლამენტში იაგო ხვიჩიაც და ვახტანგ მეგრელიშვილიც შეიტანენ განაცხადს, მანდატების შეჩერებაზე.
"ოცნებაში" ზუსტად არ იციან რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და ამბობენ რომ არის რამდენიმე განსხვავებული ვარიანტი:
შეგახსენებთ, გუშინ კარლ ჰარცელმა ხელისუფლებას მოუწოდა მოლაპარაკებებისთვის სივრცე დატოვონ – ყველა მხარემ თავი შეიკავოს ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისაგან - კარლ ჰარცელი
ასევე, ზურაბიშვილი "ოცნებას" მოუწოდებს, არ გააუქმოს ოპოზიციის მანდატები