საკუთარი ეგო დაიკმაყოფილა - დიტო საძაგლიშვილი წულუკიანზე

გამოქვეყნდა:

ამით თეა წულუკიანმა უბრალოდ საკუთარი ეგო დაიკმაყოფილა - ასე გამოეხმაურა გადაცემა "დღის სტუმარში" ნიკა გვარამიას ადვოკატი წულუკიანის დღევანდელ საქციელს, როდესაც დეპუტატმა ნიკა გვარამიას პირადი ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. ადვოკატი ამბობს, რომ წულუკიანის ეს ქმედება "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორზე ზეწოლის მორიგი შემთხვევაა:

"არ არის გამორიცხული, რომ ამით თეა წულუკიანმა უბრალოდ საკუთარი ეგო დაიკმაყოფილა, ჩვენ მისგან არაერთხელ გვახსოვს განსაკუთრებული სიბოროტით გამორჩეული განცხადებები და მოქმედებები, მეორესმხრივ მიზანი შეიძლებოდა ყოფილიყო ზეწოლა ნიკა გვარამიაზე, რომ თითქოს ის შეიცვლება ან შეცვლის საკუთარ საქმიანობას იმის გამო, რომ ვიღაცები ურეკავენ", - თქვა დიტო საძაგლიშვილმა. 

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გააჟღერა. მან ამ ფორმით "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს უპასუხა და უთხრა, რომ "მთავარის" გენერალურ დირექტორს დაურეკოს და რასაც დაარიგებს, პარლამენტში ის ილაპარაკოს.

თავის მრივ, ნიკა გვარამიამ წულუკიანზე თქვა, რომ უკიდეგანოდ სულელი და უსაზღვროდ ბოროტია და რომ ყველანაირ დევნილად აქცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი