აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მკაცრი შეფასება - ბლინკენი ნავალნის განაჩენს გამოეხმაურა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აშშ-ის სახელით ღრმა შეშფოთება გამოხატა ალექსეი ნავალნის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით. 

"რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის მსგავსად, ალექსეი ნავალნის უნდა მიეცეს რუსეთის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებით სარგებლობის საშუალება, რუსეთს კი აღებული აქვს საერთაშორისო ვალდებულება - დაიცვას კანონის უზენაესობა და თავისუფალი სიტყვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მოსკოვის სასამართლომ 2 თებერვალს დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა და "ივ როშეს" საქმეზე ალექსეი ნავალნის პირობითი მსჯავრი რეალური პატიმრობით შეცვალა, რის შედეგადაც ნავალნის სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 

ასევე, შეგახსენებთ, რომ 31 იანვარს, რუსეთის გარდა, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა. ხოლო რუსეთში, საერთო ჯამში, მხოლოდ ნავანის მხარდამჭერ აქციებზე 5.000-დე ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები და თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ცოლი, იულია ნავალნაია დააკავეს.

აქვე გეტყვით, რომ ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, 17 იანვარს, პოლიციამ აიყვანა.

ალექსეი ნავალნი, 2020 წლის აგვისტოში „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამლეს. 

დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურები ნავალნის მოწავლაში კრემლს ადანაშაულებდნენ. კრემლი ამ ფაქტს უარყოფდა, ვლადიმერ პუტინი კი ამბობდა, რომ  რუსეთის სპეცსამსახურები ნავალნის მოკვლას თუ მოინდომებდნენ, ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ

ნავალნიმ თავისი საქმე გამოიძია – მაღალი თანამდებობის პირის სახელით  თვითონ დაურეკა თავის მკვლელს, რომელმაც რუსეთის ხელისფულების მხრიდან მისი მოწამვლა, სატელეფონო საუბარში, დეტალურად აღწერა და დაადასტურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი