ალექსეი ნავალნის პირობითი მსჯავრი რეალური პატიმრობით შეუცვალეს - სასამართლო სხდომის დეტალები

გამოქვეყნდა:

მოსკოვის სიმონოვსკის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის - ალექსეი ნავალნისთვის 3,5 წლით პატიმრობის მისჯის შესახებ სინამდვილეში, პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლაა - "ივ როშეს" საქმეზე ადრე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი ჰქონდა მისჯილი. 

"მოსკოვის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა პირობითი სასჯელის შეცვლის შესახებ. კანონიერ ძალაში განაჩენის შესვლამდე ნავალნის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას პატიმრობა", - წაიკითხა გადაწყვეტილება მოსამართლე ნატალია რეპნიკოვამ

შეგახსენებთ, 31 იანვარს ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა.

აქვე გეტყვით, რომ ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, 17 იანვარს, პოლიციამ აიყვანა.

აქვე გეტყვით, რომ ალექსეი ნავალნი, 2020 წლის აგვისტოში „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამლეს. 

დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურები ნავალნის მოწავლაში კრემლს ადანაშაულებდნენ, კრემლი თავისთავად ფაქტს უარყოფს. ვლადიმერ პუტინი ამბობს -  რუსეთის სპეცსამსახურებს ნავალნის მოკვლა რომ მოენდომებინათ, ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ

ნავალნიმ თავისი საქმე გამოიძია –  თვითონ დაურეკა თავის მკვლელს, რომელმაც რუსეთის ხელისფულების მხრიდან მისი მოწამვლა დაადასტურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი