საბჭოთა სტანდარტით და ტრადიციით მუშაობს პროკურატურა - დარჩიაშვილი გამოკითხვაზე მივიდა

გამოქვეყნდა:

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვების სერია გრძელდება. უწყებაში უკვე მივიდა "ევროპული საქართველოს" წევრის დავით დარჩიაშვილი, რომელის დაბარების მიზეზიც წლების წინ პარლამენტის დარბაზში საჯაროდ გაკეთებული განცხადება გახდა. დარჩიაშვილის ეს კომენტარი პროკურატურას მაშინდელამ ოპოზიციონერმა ჯონდი ბაღათურიამ შეახსენა.

დარჩიაშვილი პროკურატურაში "სეპციალური" სამოსით მივიდა. 

"აბსოლუტურად საბჭოთა სტანდარტით და ტრადიციით მუშაობს პროკურატურა, მე ეს არაერთხელ მითქვამს, მაგონებს მთელი კარტოგრაფების საქმე, ვიშინსკი იყო სტალინის პროკურორი, იმ დროინდელ საბჭოთა პროკურატურის ქმედებებს. ჩემ საპარლამენტო გამოსვლას იხსენებენ, მე მინდა შევახსენო, რომ რაც არ უნდა მეთქვა, მათივე გადაკეთებული კონსტიტუციით, არის მუხლი, რომელიც დეპუტატს ასეთ დაკითხვისგან, თუ რა თქვა დებატების დროს, საიდან ჰქონდა ინფორმაცია, დეპუტატს ამისგან ათავისუფლებს", - თქვა მან.

მისი თქმით, ის რა ვითარებაცაა საზღვარზე სერგო ორჯონიკიძის და სტალინის პასუხისმგებლობაა და წინაპრების დანაშაულის გადაბრალება არაადეკვატურია.

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. 

გარდა ამისა, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებაზე. მისი განმარტებით, ამ თანამდებობაზე ყოფნა არ არის  მხოლოდ ანაზღაურებასთან დაკავშირებული და ის პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

აქვე გეტყვით, რომ 29 იანვარს, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თქვა, რომ კარტოგრაფებს ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც დატოვეს. 

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი