
"ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, თეა წულუკიანის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ნომრის დასახელება უბოროტო საქციელი იყო.
"სასიამოვნო მართლაც არაფერი არ არის იმაში, მაგრამ არასასიამოვნოა, ვთქვათ დედის გინება მუდმივად, ის ფიზიკური და უხამსი შეტევა, რომელსაც კონკრეტული ადამიანები ყოველდღე მიმართავენ, თითქოს არაფერი არასოდეს დაუშავებიათ და სწორედ იმ სტანდარტით მოქმედებენ, ან მეტყველებენ როგორც ამას ევროსტანდარტი ითვალისწინებს. ასე რომ, ასეთი უბოროტო განცხადება რასაც ჰქვია ყველასათვის ცნობილი ნომრის განცხადება, არ უნდა იწვევდეს იამს, რომ მე ან რომელიმე სხვას, იქით მხრიდან თუ აქეთ მხრიდან შემოსდის განცხადებები, წერილობითი, ზარები", - თქვა გია ვოლსკიმ.
ამ თემაზე კომენტარი გააკეთა "ქართული ოცნების" რეგიონალურმა მდივანმა და პოლიტსაბჭოს წევრმა დიმიტრი სამხარაძე, რომელიც ნიკა გვარამიას ისევ შეურაცხყოფა მიაყენა და "მთავარი არხის" კითხვებს არ უპასუხა.
ამავე თემაზე:
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გააჟღერა. მან ამ ფორმით "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს უპასუხა და უთხრა, რომ "მთავარის" გენერალურ დირექტორს დაურეკოს და რასაც დაარიგებს, პარლამენტში ის ილაპარაკოს.
თავის მრივ, ნიკა გვარამიამ წულუკიანზე თქვა, რომ უკიდეგანოდ სულელი და უსაზღვროდ ბოროტია და რომ ყველანაირ დევნილად აქცია.
წულუკიანის ამ განცხადებას პირად მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შეისწავლის.