დიმიტრი ლორთქიფანიძე პროკურატურაში დაიბარეს

გამოქვეყნდა:

შოთაძის პროკურატურა დიმიტრი ლორთქიფანიძეს დაკითხვაზე იბარებს - ხვალ, 4 თებერვალს 12 სთ-ზე, “გარეჯის” საქმეზე ვარ დაბარებული გენერალურ პროკურატურაში! - წერს ლორთქიფანიძე ფეისბუქზე

შეგახსენებთ, კარტოგრაფების საქმის გამოძიება პროკურატურამ გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო და 7 ოქტომბერს  საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

მელაშვილი და ილიჩოვა წინასწარი პატიმრობიდან 20 000 -20 000 ლარიანი გირაოთი 28 იანვარს გაათავისუფლეს. სრული თანხა - 40 000 ლარი იმავე საღამოს, 2 საათში, მოქალაქეებმა შეაგროვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი