საპატრიარქოს პრესსამსახური ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის უდაბნოს ტერიტორიის ფოტოს აქვეყნებს, სადაც მისივე თქმით, ლურჯად მონიშნულია ის საზღვარი, რომლითაც კომისიას უნდა ეხელმძღვანელა:
წითლად აღნიშნულია, კომისიის ფარგლებში შეთანხმებული სასაზღვრო ზოლი, სადაც კოორდინატების სიზუსტემდე განსაზღვრულია ხაზი.
მწვანე კი 1400 მ. სიგრძის მონაკვეთია, სადაც პრინციპული შეთანხმებაა, რომ ხაზი გაივლის ქედზე, ოღონდ დასაზუსტებელია კოორდინატები, - "საზღვრის ამ უბანზე საზღვრის ხაზი შეუთანხმებელია. მხარეებს არ გააჩნიათ აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, რომ რესპუბლიკური საზღვარი გადის ქედზე" - წერია შესაბამის ოქმში.
ნახაზზე წითელი ოთხკუთხედით მონიშნულია უდაბნოს მონასტრის კელიების დაახლოვებითი მდებარეობა.
ლურჯად აღნიშნულია, სად გადის საზღვარი K-38 რუკის მიხედვით, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა კომისიას" წერს ჯაღმაიძე.
შეგახსენებთ, კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ 28 იანვარს გირაოთი გაათავისუფლა. ამის შემდეგ საპატრიარქო ერთერთი პირველი იყო, ვინც ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ღიად დაუპირისპირდა და სახელმწიფოს "საქმის ბოლომდე მიყვანა" მოსთხოვა.