სამოქალაქო სექტორი დღეს, 4 თებერვლას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავს. 5 ორგანიზაცია გომელაურის უწყება ღია სივრცეში პირბადის არ კეთების გამო დაწერილი ჯარიმების ჩამოწერას სთხოვს. სამოქალაქო სექტორი დღეს საგამოძიებო უწყებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ღია სივრცეში, პირბადის გარეშე სიარული დანაშაული არ არის, მოქალაქეების დაჯარიმება კი უკანონობაა.
"ღია სივრცეში პირბადის ტარებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო 42-ე მე-11 პრიმა მუხლით წერს ჯარიმებს, რაც არის უკანონო, რადგან, თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩავიხედავთ, ეს მუხლი არ არის. წინასწარ წერენ ქართულ ჯიგრულ პონტში ამ ჯარიმებს, ამიტომ ჩვენ მივმართავ შს მინისტრს, რომ ჩამოეწეროს ყველა ადამიანს ეს საჯარიმო ოქმი და შეჩერდეს ამ კუთხით დაჯარიმება", - ამბობს, დავით დონერიანი "ახალგაზრდა თაობას" დამფუძნებელი.
მისი თქმით, იმ ადამიანებს ვინც ეს ჯარიმა უკვე გადაიხადეს თანხა უკან უნდა დაუბრუნდეთ, ხოლო პოლიციამ მხოლოდ გაფრთხილება გამოიყენოს.