პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შეზღუდვების უფრო სწრაფად შემსუბუქება ზრდის, როგორც თითოეული მოქალაქის, ისე ბიზნესის, კონკრეტული კომპანიებისა და ორგანიზაციების პასუხისმგებლობას.
ამიტომ მისი თქმით, წესების დაცვის გამკაცრებაზეც უნდა იზრუნონ:
"ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, მიზანშეწონილობის შესახებ იმისა, რომ როდესაც, მაგალითად პირბადის ტარების წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი სანქცია, ჯარიმა გაორმაგდეს", - თქვა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.