ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სრულიად სამართლიანია, რომ მთავრობამ მოთხოვნები გაამკაცროს ბიზნესისა და ობიექტების მიმართ, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ წესებს. მისი თქმით, ყველა პროგრამა რაც სახელმწიფოს სექტორის მხარდასაჭერად აქვს სოლიდურ თანხებს მოიცავს, რომელიც ბიუჯეტიდან იხარჯება.
"არ მინდა ეს იყოს მიჩნეული, რომ რესტორნების წინააღმდეგ არის ეს მიმართული, იმიტომ, რომ ეს შეეხება ყველა ბიზნესს, ვისზეც არის დაწესებული გარკვეული, მოთხოვნები და ვინც სარგებლობს სხვადასხვა პროგრამით. პროგრამა ბევრია, ეს არის არამარტო აწარმოე საქართველოში, ეს არის სხვა შეღავათებიც, აქედან გამომდინარე, ეს უნდა იყოს ორმხრივი პასუხისმგებლობა, ამაზეა საუბარი, გამგები გაიგებს", - თქვა ნათია თურნავამ.
დღეს, 4 თებერვალს, პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმმართულად დაარღვევენ წესებს, ვეღარ მიიღებენ დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან, ასევე, ისინი ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას მომავალში სახელმწიფოს მხარდაჭერის ნებისმიერ ღონისძიებაში.
აქვე გეტყვით, რომ რესტორნებს და სხვა კერძო ობიექტებს 6 თებერვლას თვითნებურად გახნსა ჰქონდათ დაგეგმილი.