პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია წერს, რომ ხელისუფლება ზაზა გახელაძის ოჯახზე ზეწოლას ახდენდა, რომ მათ ოპოზიციასთან არ ჰქონოდათ კონტაქტი. ამ თემაზე მან სტატუსი Facebook-ზე გამოაქვეყნა.
"პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ხეისუფლება ახდენდა ზეწოლას გახელაძის ოჯახზე ოპოზიციას არ გაეკაროო. ოპოზიციაში არაა საქმე, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, პრობლემაა საკითხის მიჩუმებაში, ნაცვლად იმისა, რომ მაქსიმალურად გაახმაუროს თავად მთავრობამ და პარტნიორებს მიმართოს", - წერს ელენე ხოშტარია.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამავე თემაზე: