12 წელი და 6 თვე - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძის განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოიტანა. ოჯახს ჯერ ისევ აქვს იმედი, რომ შესაძლოა გადაწყვეტილება გასაჩივრდეს და მას ამნისტია შეეხოს.
განაჩენს ოჯახის წევრების მძიმე რეაქციები მოჰყვა.
"ახლაც არის დაბრუნების მოლოდინი, გამოშვების და თავისუფლების. დაიკითხნენ პროცესებზე, პირველივე პროცესზე იყო, რომ ბევრი გარემოება ემთხვეოდა ერთმანეთს, რუსებმა აღიარეს, რომ გამიზნულად არ უსვრია ზაზას და ეს იყო ჩვენი ხელჩასაჭიდი და იმედი, რომ დღეს სასამართლოს შერბილებული ფორმა ექნებოდა, გამოაცხადეს მაინ 12 წელი, ჯერ არ ვიცი რას უნდა ველოდო, ალბათ კეთილი ადამიანების დახმარებას", - ამბობს, ზაზა გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დათო ქაცარავა ამბობს, რომ განაჩენი ჩვენი ხელისუფლების უსუსური პოლიტიკის შედეგია და აქციებს აანონსებს. მისი თქმით, სამწუხაროა რომ ხელისუფლებამ გახელაძის ოჯახის გაჩუმება მოახერხა და პროცესი თვითდინებაზე ჰქონდა მიშვებული.
"ძალიან სამწუხაროა, ნებისმიერი ჩვენგანისთვის, არ ვიცით ოჯახი და მამა როგორ გადაიტანს ამ ამბავს, გუშინაც წამლების ქვეშ იყო, იმდღეს გაიგებდით, სასწრაფოთი წაიყვანეს, ყველა განვიცდით, ლაპარაკის თავიც არ გვაქვს, უფრო კარგი მოლოდინი გვქონდა, იმედიანად ვიყავით", - ამბობს ოჯახის ახლობელი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ამავე თემაზე: