ელდარ გოგოლაძის 9 საათიანი დაკითხვა დასრულდა - პირველი კომენტარი

გამოქვეყნდა:

ელდარ გოგოლაძემ 9 საათიანი დაკითხვის შემდეგ პროკურატურა დატოვა. როგორც გოგოლაძემ თქვა, პროკურატურამ 26 წლის წინანადელ მკვლელობაზე მიწოდა ინფორმაცია, "რაც მას ახსოვდა".

გოგოლაძე ამბობს, რომ გამოძიების გააქტიურება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მის მიერ მიცემულ ინტერვიუებს უკავშირდება.

გარდა ამისა, ელდარ გოგოლაძე ამბობს, რომ ვუდროფის ოჯახის ადვოკატი, რომელიც მას ხელს ადებს, მოკლულის ოჯახის ადვოკატი არ არის. 

ელდარ გოგოლაძე, ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელიც ასევე სათავეში ედგა ედუარდ შევარდნაძის დაცვის სამსახურს, ამბობს, რომ ძველ საქმეებზე მისი დაბარება ან დაშინების მცდელობაა, ან ივანიშვილის პროკურატურა მას ციხეს უმზადებს. 

გოგოლაძის ინტერვიუს შემდეგ რომელიც მან ნიკა გვარამიას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მისცა, გოგოლაძე დარწმუნებული იყო, რომ ივანიშვილი შურისძიებას მიმართავდა

ის რის გამოც გოგოლაძეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოწმედ დაიბარა 1993 წელს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ჯაშუშის, ფრედი ვუდროფის მკვლელობის გახმაურებულ საქმეს უკავშირდება.

გამოძიებაში FBI-ც იყო ჩართული და გოგოლაძე უდანაშაულოდ ცნეს, შოთაძის უწყებამ კი ივანიშვილის დაკვეთით ეს საქმე გააცოცხლა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი