
დაუმორჩილებლობის მარში დასრულებულია - აქციის მონაწილეების ლოკაციის ბოლო პუნქტი "დედაენის" ბაღია, სადაც ისინი რამდენიმეკილომეტრიანი საპროტესტო მსვლელობის შემდეგ მივიდნენ. ისინი ამბობენ, რომ ღამეს სწორედ ამ ბაღში, "კარგი მუსიკის ფონზე" გაათევენ .
მანამდე აქციის მონაწილეები, მსვლელობის დროს მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, აქცია შეერთებოდნენ. "გამოდი!" - სკანდირებდნენ ისინი.
დემონსტრანტთა მარშრუტზე პოლიციის მანქანების სიმრავლემ საცობი შექმნა