დედაენის ბაღში "დაუმორჩილებლობის" აქციის ერთ მონაწილეს, პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის, 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და ქვითარი გამოუწერა.
"არ ვემორჩილებით ამ კომენდანტს და მოდით, ყველა ერთად დაგვაჯარიმეთ, ერთ ადამიანთან, რომ ხართ მაგრები. ამ ერთ ადამიანს ერევა სისტემა. ერთი ადამიანი დააჯარიმეს, აგერ აქვთ ქვითარი.
ტერიტორიაზე გამოიჭირეს მარტო მყოფი, მივიდნენ და დააჯარიმეს. ახლა ყველა ერთად ვართ აქ, გოგა მემანიშვლი არის მთავარი მონა შემდეგ ბატონი ლაშა და ყველა აქ მყოფი პოლიციელები არიან მონები.
ვუცხადებთ, რომ ჩვენ არ ვემორჩილებით ამ უაზრო რეგულაციებს, არ ვემორჩილებით კომენდანტს და ვდგავართ აქ ყველა ერთად. მობრძანდით და დაგვაჯარიმეთ, თუ მაგრები ხართ", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.
აქციაზე ასევე იმყოფება ერთერთი მონაწილე, რომელიც 24 იანვარს, აქციაში "პროტესტი კომენდანტის საათის დროს" აქციში მონაწილებდა, მაშინ ის 2000 ლარით დააჯარიმეს, დარღვევის განმეორებისთვის გამო კი, მისი თქმით, პოლიციას უნდა დაეპატიმრებინა, სწორედ ამიტომ, აქციის მონაწილე დაინტერესდა, რატომ არ აკავებდა პოლიცია ადმინისტრაციული კოდექსის ხელმეორედ დარღვევის გამო.
"დამაჯარიმეს იმიტომ, რომ საპროტესტო აქციის ფონზე" პარლამენტიდან წავედით, მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები, შს- სამინისტრომდე. მეორე დღეს, ზუსტად 24 საათში დაგვაჯარიმეს 2000 ლარით და დღეს ვკითხე ბატონ გოგას, რომელიც აქ მოვიდა, რატომ არ გვაკავებთ-მეთქი, იმიტომ, რომ მეორეჯერ დარღვევის შემთხვევაში არის 3 წლიანი პატიმრობა და პასუხის ვერ გაგვცა, აქიდან გაიპარა. ზუსტად ასე გაიპარებიან ყველანი, ივანიშვილის მონები. ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის ყარაულები", - თქვა აქციის ერთერთმა მონაწილემ.
აქვე გეტყვით, რომ ბათუმში "დაუმორჩილებლობოს" აქციას სოლიდარობას უცხადებენ და კომენდანტის საათს არ ემორჩილებიან. ჩვენი ინფორმაციით, აქციის ათზე მეტი მონაწილეა დაკავებული.