
"ამერიკა ბრუნდება" - გაპრეზიდენტებიდან ორი კვირის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საგარეო პოლიტიკის შესახებ პირველი ვრცელი სიტყვა წარმოთქვა.
მან სიტყვით გამოსვლისას ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა, მათ შორის:
რუსულ აგრესიაზე საუბრისას ჯო ბაიდენმა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაკავებას გაუსვა ხაზი და რუსეთის ხელისუფლებისგან მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება მოითხოვა.
"ალექსეი ნავალნის პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრება რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოხატვისა და შეკრების, თავისუფლების ჩახშობა ძალიან გვაშფოთებს ჩვენ და საერთაშორისო საზოგადოებას ბატონი ნავალნი დააპატიმრეს იმის გამო, რომ მან კორუფცია ამხილა, ის დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს", - თქვა ჯო ბაიდენმა
ბაიდენს, სიტყვით გამოსვლისას, არ უხსენებია რუსეთის სამხედრო აგრესია მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. თუმცა, ჯო ბაიდენისგან განსხვავებით - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას - საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხი წამოჭრა.
"სახელწმიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვთან საუბრისას წამოჭრა 2020 წლის არჩევნებში ჩარევის, უკრაინასა და საქართველოში სამხედრო აგრესიის, ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და SolarWinds-ის ინციდენტთან დაკავშირებული საკითხები", - ნათქამია სახელმწიფო დეპარტამენის ოფიციალურ განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენი ამერიკის 46-ე პრეზიდეტნი ოფიციალურად 20 იანვარს გახდა. მისი ინაუგურაციის ცერემონიალი ვაშინგტონში გაიმართა.