ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლებმა, ტიტუს კორლატეანმა (რუმინეთი, SOC) და კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) გამოხატეს ღრმა შეშფოთება საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ 12 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ.

"ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი. ჩვენ ვითხოვთ დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს ბატონი გახელაძე. ამ თვალსაზრისით, ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ რუსეთის პასუხისმგებლობას, როგორც სამხრეთ ოსეთის რეგიონის მაკონტროლებელი ქვეყნის, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით" - თქვეს თანამომხსენებლებმა.

თანამომხსენებლებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს საპარლამენტო ასამბლეის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი