თეა წულუკიანი ამჯერად რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი ამჯერად შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას შეხვდა. 

"თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ და თეატრის დირექტორმა გიორგი თევზაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს თეატრის მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ სხვადასხვა მოსაზრება გაუზიარეს. საუბარი ასევე შეეხო პანდემიის პირობებში თეატრის წინაშე არსებულ არაერთ გამოწვევას", - წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, 9 თებერვლას თეა წულუკიანი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში იმყოფებოდა, სადაც ნინო ანანიაშვილთან ბალეტის გამოწვევებზე ისაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად ინიშნება.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი