"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, გიროს გადახდის ვადა დღეს, 18:00-ზე ეწურება - ის საკუთარ გადაწყვეტილებას არ ცვლის, შესაბამისად, 40 000 ლარის გადახდას არ აპირებს, მაგრამ უცნობია, რას მოიფიქრებს "ოცნება".
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველი პარტია პირდაპირ ერევა სისხლის სამართლია საქმეში.
"ვადა ეწურება იმ ბომბს, რომელიც საკუთარ თავს დაუდო ხელისუფლებამ, თუ ვინმე გადაიხდის გირაოს, აუცილებლად გამოჩნდება და ეს იქნება პროვოკაცია", - ამბობს "ენმ"-ის წევრი, გიორგი ხვედელიანი.
თავის მხრივ, "ოცნების" წარმომადგენელი, მიხეილ სარჯველაძე, ფიქრობს, რომ ნიკა მელია "ცდილობს პროვოცირებას, რომელიც მისი [მელიას] გათვლებით ჰეროიზმის მანტიით შემოსავს".
ამავე თემაზე: