"მეშინია, არ მოკვდეს" - ოკუპანტთა ტყვის, რამაზ ბეღელურის დედა მასთან წითელი ჯვრის შესვლას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ოკუპანტთა ტყვეობაში მყოფი რამაზ ბეღელურის ოჯახი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უკანონოდ გატაცებულის საკანში წითელი ჯვრის წარმომადგენელთა შესვლას ითხოვს.

რამაზ ბეღელურის დედა აცხადებს, რომ მის შვილს, ბოლო პერიოდის განმავლბაში, ინსულტი ორჯერ აქვს გადატანილი, ამასთან, ჯანმრთელობის კუთხით სხვა პრობლემებიც აწუხებს. 

"მეშინია, რომ არ მოკვდეს, სხვა რა გითხრათ - არაფერი ვიცი მასზე იმის გარდა, რომ ორი თვით პატიმრობა მიუსაჯეს, აქაც ცუდად იყო, იქ როგორ იქნება", - ამბობს რამაზ ბეღელურის დედა. 

რამაზ ბეღელური 3 თებერვალს, გუგუტიანთკარიდან, საკუთარი მიწის ნაკვეთიდან გაიტაცეს. ეს მისი მეორე გატაცებაა ოკუპანტების მხრიდან. 

შეგახსენებთ, რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამაც გაავრცელა

ასევე შეგახსენებთ, რომ დავით ქაცარავას ინიციატივით, გუშინ, 13 თებერვალს, სხვილოს ციხესთან, მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების მონაწილეობით გაიმართა ოკუპანტთა ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერი აქცია

აქვე გეტყვით, რომ ამ დრომდე უკანონო ტყვეობაში რჩებიან ცხინვალში გენადი ბესტაევი, ლაშა ხეთერელი და რამაზ ბეღელური, ხოლო სოხუმში ირაკლი ბებუა. 

ამავე თემაზე:

მიტოვებული მძევლები - ცხინვალის ციხეში გამომწყვდეული საქართველოს მოქალაქეები

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი