არ შეიძლება, ქვეყანა ფანჩატურში დაწერილი წესებით იმართებოდეს - ვოლსკი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა უნდა იყოს.

"არ შეიძლება, რომ იყოს ქაოსი და ქვეყანა ფანჩატურში დაწერილი წესებითა და დღის წესრიგით იმართებოდეს", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

"რუსეთის დუმის არცთუ გავლენიანი დეპუტატი აკეთებს განცხადებას და ეს ზოგი მედიასაშუალების ამოსავალ წერტილად იქცა. დაუსვეს კითხვა და მიიღეს პასუხი, თუ რა ცუდები არიან ისინი, ვინც ჩვენ გვიპირისპირდებიან - ვის აწყობდა ეს განცხადება? - იკითხა გია ვოლსკიმ სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავენ. 

უმრავლესობის წევრს "დღის სტუმარის" წამყვანმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ: "ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს და ვიღებთ პასუხებს", - თქვა გია ვოლსკის პასუხად ნათია გოგსაძემ.

შეგახსენებთ, საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. 

პარლამენტის კომიტეტებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს

შესაძლო პატიმრობის განხილვას, ნიკა მელია პარტიის ოფისიდან ადევნებს თვალს

ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა - პროკურორი ნიკა მელიაზე

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობა არ გასცეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი