
პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ საგადასახადო ინსპექციაა და ახლა 40 ათასი ლარი აქვს თურმე ამოსაღები, - ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, ლევან ხაბეიშვილი "ოცნების" ერთპარტიულ პარლამენტში დღეს მიმდინარე პროცესებს.
"მთელი ეს პროცესი, დევნა დაუკავშირეს 40 000 ლარს...თუ ისინი უსამართლოდ დააპირებენ, ნიკა მელიას ტყვედ აყვანას, ამის საშუალებას, უკაცრავად, ვერ მივცეთ",- აცხადებს ხაბეიშვილი.
"ოცნების" ერთპარტიულ პარლამენტში დღეს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ნიკა მელიამ რეაგირებისთვის საერთაშორისო ფასილიტატორებს მიმართა; ოპოზიციური პარტიის ლიდერი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ უკანონო გირაოს არ გადაიხდის, ხელისუფლება კი მის დაკავებას ვერ გაბედავს.
შეგახსენებთ, საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ამავე თემაზე:
შესაძლო პატიმრობის განხილვას, ნიკა მელია პარტიის ოფისიდან ადევნებს თვალს
ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა - პროკურორი ნიკა მელიაზე
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობა არ გასცეს
რუს ოკუპანტებს რატომ არ ეჭიდავები საოკუპაციო ხაზთან? - აქტივისტი პოლიციელს, პარლამენტთან
ნიკა მელიას ადვოკატებზე საშვი არ დაუშვეს - "ნარატივი, რომ გირაო არ გადაიხადა, სიცრუეა"
კენჭისყრა და გადაწყვეტილება იმუნიტეტის მოხსნაზე არის სრულიად დისკრეციული - ნიკა გვარამია