ფაქტია, რომ რაღაც დავაკელით - დიმიტრი ხუნდაძე ქობულეთში გარდაცვლილ მოზარდზე

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საკითხზე აზრის გამოთქმის შემდეგ განაცხადა, რომ "ქვეყანაში უამრავი პრობლემაა" და არაა მიზანშეწონილი, უმრავლესობამ "ოპოზიციის დღის წერიგით" იმუშაოს. 

"როცა ასეთი ფაქტი ხდება, ფაქტია, რომ რაღაც დავაკელით და ისე არ გავაკეთეთ, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ამიტომ ყველამ უნდა ავიღოთ პასუხიმგებლობა, სკოლამ, საზოგადოებამ, ოჯახმაც, მაგრამ უპირატესია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, ქობულეთში, 14 წლის მოზარდი, რომელმაც წინასწარი ინფორმაციით, ძალადობის შემდეგ თავი მოიკლა, 13 თებერვალს დაკრძალეს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი