ჰააგის სასამართლომ ნიდერლანდების მთავრობას განუცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად მთელი ღამის განმავლობაში კომენდანტის საათი უნდა მოიხსნას, რადგან იგი არღვევს თავისუფალი გადაადგილების უფლებას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სასამართლომ თქვა, რომ 21:00 საათიდან 04:30 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდა საგანგებო კანონით, როდესაც არ არსებობდა "მწვავე საგანგებო მდგომარეობა".
მთავრობამ სასამართლოს სთხოვა შეაჩეროს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის მიღებამდე. სანამ სასამართლო არ დათანხმდება, მინისტრები ვერ შეძლებენ სამშაბათს ღამით კომენდანტის საათის მოხსნას.
"წამითაც არ განვიხილავთ კომენდანტის საათის გაუქმებას, რადგან ეს უბრალოდ აუცილებელია", - თქვა პრემიერმინისტრმა.
კაბინეტი სასწრაფოდ მუშაობს ახალ კანზე, კომენდანტის საათის შესასრულებლად, მაგრამ ამას შეიძლება დრო დასჭირდეს.
ნიდერლანდებში კომენდატის საათი ძალაში 23 იანვარს შევიდა და მან მთელ რიგ ქალაქებში არეულობა გამოიწვია. საინტერესოა ისიც, რომ ნაცისტების ოკუპაციის შემდეგ ნიდერლანდებში კომენდანტის საათი აღარ გამოუყენებიათ.
შეგახსენებთ, რომ კომენდატის საათის გაუქმებაზე უარს ამბობს საქართველოს მთავრობაც, შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად არცერთ ეტაპზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება ისევ აკრძლულია.