
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი, კარლ ჰარცელი არ გამორიცხავს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავების შემთხვევაში მოლაპარაკებები ჩიხში შევიდეს.
კარლ ჰარცელი შიშობს, რომ მელიას საქმე მეხუთე რაუნდის გამართვის თარიღს კიდევ უფრო გადაწევს.
"მაღალია ტემპერატურა და მე მეშინია, რომ უფრო გამწვავდეს პოლარიზაცია", - აღნიშნა ელჩმა ნიკა მელიას საქმის კონტექსტში.
„რა თქმა უნდა, ეს ყველას ეჭვია. ვშიშობ, რომ უფრო ფართო შედეგები ექნება, რომელსაც ვხედავთ ორივე მხარის წარმომადგენელთა რეაქციებიდან. ეს დიალოგთან დაბრუნებისა და საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას უფრო გაართულებს. მე არ მაქვს ბროლის ბურთი, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩემი შიში და მოდით, ვიმედოვნოთ, რომ ჩემს წინასწარმატყველებაში მართალი არ აღმოვჩნდები.
რაც შეეხება მეხუთე რაუნდს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სინათლის სიჩქარით მეხუთე რაუნდისკენ არ მივდივართ. ამ უკანასკნელი კრიზისიდან და განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გადაწევს მეხუთე რაუნდის თარიღს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი, მხარეებს მოუწოდებს კონკრეტული ნაბიჯები გადადგან იმისთვის, რომ არსებული ვითარება კიდევ უფრო არ გამწვავდეს.
ამავე თემაზე:
მხარეებს მოვუწოდებ, გადადგით ნაბიჯები, რათა სიტუაცია არ გამწვავდეს - კარლ ჰარცელი მელიას საქმეზე
ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ დაესწრება
დასავლეთს ექნება უმკაცრესი რეაგირება - ექსპერტების შეფასება მელიას შესაძლო დაკავებაზე
თუ საქართველოს სურს, უფრო დაუახლოვდეს დასავლეთს, უნდა შეწყვიტოს ოპოზიციის დაპატიმრება - პავილიონისი
იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც კლანი უბრძანებს - არასამთავრობოები მელიას მოსამართლეზე
ერთპარტიული პარლამენტის აჩრდილი აედევნა საქართველოს - იან კელი მელიას საქმეზე
ვინ (არ) დაუჭირა მხარი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას - სრული სია