საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებებს ნიკა მელიასთან დაკავშირებით, უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ელჩის გაცხადება, დიპლომატიურ ენაზე საკმაოდ მწვავეა.
"თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს და კიდევ ერთი გავრილოვის პატიმრის კონფიგურაციას შეეცდება, ეს გამოიწვევს პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვას. მეორე, ბატონმა ჰარცელმა ხაზი გაუსვა უმძიმეს პრობლემას კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. მან თქვა, რომ სასამართლოს ნდობის ხარისხი არის დაბალი","- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
"ევროკავშირის ელჩი პრაქტიკულად, ამბობს იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ. ნიკა მელიას დაკავებით ამ ქვეყანაში დაიწყება დესტაბილიზაციის, პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ახალი ტალღა",- აცხადებს "ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, დღეს, 16:00 საათზე დაიწყება.
ამავე თემაზე:
მხარეებს მოვუწოდებ, გადადგით ნაბიჯები, რათა სიტუაცია არ გამწვავდეს - კარლ ჰარცელი მელიას საქმეზე
ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ დაესწრება
დასავლეთს ექნება უმკაცრესი რეაგირება - ექსპერტების შეფასება მელიას შესაძლო დაკავებაზე
თუ საქართველოს სურს, უფრო დაუახლოვდეს დასავლეთს, უნდა შეწყვიტოს ოპოზიციის დაპატიმრება - პავილიონისი
იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც კლანი უბრძანებს - არასამთავრობოები მელიას მოსამართლეზე
ერთპარტიული პარლამენტის აჩრდილი აედევნა საქართველოს - იან კელი მელიას საქმეზე
ვინ (არ) დაუჭირა მხარი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას - სრული სია